
წყლის დისპენსერი Rubicon შავი
წყლის დისპენსერი ოფისისთვის და სახლისთვის | წყალი ოფისისთვის
წყლის დისპენსერი Rubicon შავი, მოდელის სპეციფიკაციები:
• წყლის ტემპერატურული რეჟიმები - 3;
• ცხელი წყლის ავზი - 1.5 ლიტრი ტევადობის;
• ცივი წყლის ავზი - 3.2 ლიტრი ტევადობის;
• ნეიტრალური წყლის ავზი - 1 ლიტრი ტევადობის;
• შემავალი წყლის წნევა - 0.1-0.4Mpa ;
• სამუშაო ძაბვა - 220V-240V;
• დენის სიხშირე - 50Hz-60Hz;
• გაცხელების სიმძლავრე - 420W; >95-97C;
• გაციების სიმძლავრე - 90W; <4-10C;
• შემავალი წყლის ტემპერატურა 4-40C;
• მუშაობის ხმა - <45 DB
• დისპენსერის სიმაღლე/სიგანე/სიმაღლე - 29 სმ (სიგანე) x 42 სმ (სიგრძე) x 114 სმ (სიმაღლე).

წყლის ფილტრები
1) PP (პრე კარბონული ფილტრი) - პრე კარბონული ფილტრის ძირითადი დანიშნულებაა წყალს მოაცილოს ქვიშა, ტალახი, მტვერი, წყლის ვოლატილური მინარევები, შესაბამისად არის სისტემაში პირველ ფილტრად დამონტაჟებული. მისი სტრუქტურა შედგება მრავლობითი შრეებისგან, რომლებიც ახდენენ შინაგანი ზედაპირის ფართობის მაქსიმიზაციას და იტევენ დიდი რაოდენობით ნადებსა თუ მყარ ნაწილაკებს, რომლებიც განსაკუთრებულად ხშირია წყლის სისტემის სარემონტო სამუშაობისა თუ მიწოდების შეფერხების შემდეგ.
2) CTO - ფილტრის დანიშნულებაა დაასტაბილუროს ქიმიური ნაერთების კონცენტრაცია სასმელ წყალში და გაფილტროს : ქლორიდი, ოზონი, პესტიციდები, ჟანგი, კალციუმის კარბონატი. შეამციროს მძიმე მეტალების კონცენტრაცია როგორებიცაა : ტყვია,სპილენძი და ა.შ
3) UF - ულტრაფილტრაციის მემბრანა - აცილებს წყალს მძიმე ელემენტებს, ბაქტერიებსა და უფრო დიდ მიკროორგანიზმებს(კრიპტოსპორიდიუმი, გიარდია და ა.შ). ულტრაფილტრაციის მემბრანის 0.02-0.05 მიკრონიანი ფორები სტაბილურად აცილებენ უფრო მცირე მატერიასაც, როგორებიცაა ვირუსები, მაკრომოლეკულები და კოლოიდები. ამასთან წყალში ნარჩუნდება ორგანიზმისათვის საჭირო იონების შემცველობა.
4) T-33 - ინდუსტრიული ხარისხის ქოქოსის ნახშირის ფილტრი საბოლოოდ ამუშავებს წყალს, უუმჯობესებს გემოსა და სუნს, აცილებს წინა საფეხურებიდან დარჩენილ ქლორის ნაწილაკებს, ტრიჰალომეთანების ჯგუფს, პესტიციდებს, ჰერბიციდებს, და ა.შ.