
გაფილტრული სუფთა წყლის მნიშვნელობა ყოველდღიურობაში
წყალი სიცოცხლის საფუძველია. სუფთა და უსაფრთხო წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სამუშაო გარემოში. სწორედ ამიტომ, ლოლუ გთავაზობთ ინოვაციურ და საიმედო გადაწყვეტას - წყლის დისპენსერებს თანამედროვე ფილტრაციის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის სისუფთავესა და ხარისხს.
რატომ არის წყლის სისუფთავე მნიშვნელოვანი?
დღესდღეობით, სასმელი წყლის ხარისხი სერიოზული გამოწვევაა. ონკანის წყალში ხშირად გვხვდება ქლორი, მძიმე მეტალები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე. ხარისხიანი ფილტრებით წყლის ფილტრაციის გარეშე გამოყენებული წყალი შესაძლოა შეიცავდეს ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
ლოლუს ინოვაციური უბოცო წყლის დისპენსერები გაძლევთ შესაძლებლობას, ოფისებში და სახლებში ისარგებლოთ სუფთა, გაფილტრული წყლით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
ლოლუს 5-საფეხურიანი წყლის ფილტრაციის სისტემა
ლოლუს უბალონო წყლის დისპენსერი აღჭურვილია კორეული წარმოების 5-საფეხურიანი ფილტრაციის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალურ გაწმენდას და უსაფრთხოებას:
-
პირველი ფილტრი (SEDIMENT FILTER) - შლის წყალში არსებულ დიდ ნაწილაკებს, როგორიცაა ქვიშა, მტვერი და ჟანგი.
-
მეორე ფილტრი (PRE-CARBON FILTER) - ახდენს ქლორის და მავნე ქიმიკატების შეწოვას, რაც აუმჯობესებს წყლის გემოს და სურნელს.
-
მესამე ფილტრი (UF MEMBRANE FILTER) - ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების ფილტრაცია, რაც წყალს ანიჭებს მაღალი ხარისხის სისუფთავეს.
-
მეოთხე ფილტრი (POST-CARBON FILTER) - წყლის გემოს გაუმჯობესება და საბოლოო გაწმენდა.
-
მეხუთე ფილტრი (ALKALINE FILTER) - წყლის მინერალიზაცია, რაც ამდიდრებს მას სასარგებლო ელემენტებით.
ლოლუს წყლის დისპენსერის უპირატესობები
-
უბალონო სისტემა - ლოლუს წყლის დისპენსერი პირდაპირ ერთდება წყლის სისტემაზე და არ საჭიროებს ბალონებს, რაც ამცირებს ხარჯებსა და ლოჯისტიკურ პრობლემებს.
-
ავტომატური მომსახურება - ლოლუ ავტომატურად აღრიცხავს ყველა ლოკაციას და ფილტრების შეცვლას ახდენს ყოველ 6-9 თვეში, დამატებითი კომუნიკაციის გარეშე.
-
ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა - ბალონების საჭიროების აღმოფხვრა ამცირებს პლასტმასის გამოყენებას, რაც სასარგებლოა გარემოსთვის.
-
მარტივი მონტაჟი - 6.25 მმ PE მილაკის საშუალებით, ლოლუს წყლის დისპენსერი მარტივად ერთდება წყლის სისტემაზე. მილაკი ადვილად ემაგრება კარის ჩარჩოს, იატაკის კუთხეს ან პლინთუსს, რაც ინტერიერს იცავს ვიზუალური დაბინძურებისგან.
წყლის დისპენსერი ოფისისთვის
კომპანიები და ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ანიჭებენ მნიშვნელობას თანამშრომლების კომფორტსა და ჯანმრთელობას. სუფთა წყალი ოფისში ზრდის პროდუქტიულობას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ამცირებს სხვადასხვა დაავადებების რისკს.
ლოლუს უბალონო და უბოცო წყლის დისპენსერები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს 250-ზე მეტ ორგანიზაციაში. მისი ფილტრაციის სისტემა უზრუნველყოფს ულიმიტო სუფთა წყალს 24/7-ზე.
რატომ უნდა აირჩიოთ ლოლუ?
-
გაწმენდის 5-საფეხურიანი სისტემა - უზრუნველყოფს წყლის უმაღლეს ხარისხს.
-
უბალონო და უბოცო სისტემა - ხარჯების შემცირება და გარემოს დაცვა.
-
ავტომატური ფილტრაციის განახლება - არ არის საჭირო დამატებითი კომუნიკაცია.
-
მარტივი და ესთეტიკური დიზაინი - ინტერიერთან მარტივად შეთავსებადი.
ლოლუ - ინოვაციური, თანამედროვე და საიმედო გადაწყვეტილება სუფთა წყლისთვის!