
წყლის დისპენსერი ლოლუ - წყალი ოფისისთვის და სახლისთვის
ლოლუ მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი, ინტელექსპრესი, ევექსის კლინიკები და სხვა. ყოველდღიურად ლოლუს წყლის დისპენსერი გაფილტრულ წყალს ოფისებში და ასეულობით სერვისცენტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამას უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს.
ლოლუს მიზანია პარტნიორ კომპანიებში მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს გაფილტრული წყალი, ისე რომ წარსულში დარჩეს წყლის დისპენსერის ბოცა, მათი თანამედროვე, უბოცო დისპენსერის გამოყენებით:
ჩვენი კომპანია სრულად ქართული წამოწყებაა და თავიდანვე გათვლილი იყო საქართველოში წყლის ინდუსტრიაში შექმნილი მიდგომები მასშტაბურად შეეცვალა.
როდესაც ლოლუ იწყებდა პარტნიორობას უმსხვილეს ორგანიზაციებთან, ვაცნობიერებდით რომ დიდ წარმატებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც, ანალოგიურად მასშტაბური გახლდათ. ლოლუს წყლის დისპენსერებს ყოველდღიურად 270 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს, 550-ზე მეტი კომპანიის, 2 000-ზე მეტ ფილიალში.
ჩვენი წარმატებისთვის შემდგომი ფაქტორები გახდა ხელშემწყობი:
-
ინოვაციური - ლოლუს წყლის დისპენსერს არ სჭირდება წყლის ბოცა, უწვრილესი 6 მილიმეტრიანი მილით უერთდება ცენტრალურ წყალმომარაგებას და კორეული წყლის ფილტრაციის 5-საფეხურიანი სისტემით მუდმივად იფილტრება. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, სრულად გაქრა დისპენსერის წყლის ბოცის ლოდინის, მიწოდების, დასაწყობებისა და შეცვლის პრობლემები.
-
ადაპტირებული - ლოლუს წყლის დისპენსერი გათვლილია როგორც კომპანიებში დიდი დატვირთვით გამოყენებისთვის, ასევე კერძო სახლებში და ბინებში განსათავსებლად.
ასევე შეუზღუდავია მისი განთავსების არეალი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ მაღალმთიან რეგიონებში - ხულო, ქედა, მესტია, ამბროლაური, ცაგერი, სადაც კომპანიები აღარ არიან დამოკიდებულები სეზონსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე. -
ავტომატიზირებული - ლოლუ მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იღებს საკუთარ თავზე წყლის დისპენსერების მონიტორინგს.
თანამედროვე სისტემებით აღწერს და ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს თითოეულ ლოკაციაზე ფილტრების შესაცვლელად, მომხმარებლების ჩართულობის - ზარების და შეხსენების გარეშე, დამოუკიდებლად, რითიც კიდევ უფრო იზოგება დრო და კომფორტული ხდება მომსახურება. -
მინიფიცირებული - წყლის სახლის აპარატი - კერძო მომხმარებლებისთვის მათ სახლებში, კომპანიების მსგავსად, ხელმისაწვდომი გახდა ლოლუს სამაგიდე მინი წყლის დისპენსერის განთავსება, როგორც თბილისში, ასევე აგარაკებსა და რეგიონებში.
ლოლუმ ბოლო წელიწადის განმავლობაში რამდენიმე ასეული მინი წყლის დისპენსერი დაამონტაჟა კერძო მომხმარებლების სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. დისპენსერების განთავსება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მნიშვნელოვანია სუფთა, გაფილტრული წყლის მიღება.
დამატებით, აგარაკებთან მიმართებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მომხმარებელი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ საჭიროებდეს წყლის დისპენსერს. აქედან გამომდინარე, მათი სურვილის შესაბამისად, სეზონურად ვუმართავთ, რაც მათთვის დამატებით კომფორტს ქმნის.
ის ძირითად მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულს აერთიანებს, გახლავთ თავად ლოლუს გუნდი, საერთო აზრის ირგვლივ შეკრებილი ენთუზიასტები, სადაც მომხმარებელი გრძნობს რომ ლოლუს ყველა რგოლი, დაწყებული ტექნიკური დეპარტამენტით, ფინანსურის ჩათვლით, მუდმივად ზრუნავს მათზე და ფიქრობს გაუმარტივოს არამხოლოდ გაფილტრული წყლის მიწოდება, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.
ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორის მასშტაბსა თუ საქმიანობას, ლოლუ თანაბარი ყურადღებითა და სიზუსტით ემსახურება, როგორც ასეულობით ფილიალის მქონე კომპანიებს, ასევე რამოდენიმე ან თუნდაც ერთი ოფისის მქონე პარტნიორებს, რომელთაც ანალოგიურად უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი.
ლოლუს აქვს ამბიცია, სულ მალე გახდეს რეგიონალური ლიდერი ამიერკავკასიაში და ის ქართული სტანდარტი, რომელიც დანერგა საქართველოში, მეზობელ სახელმწიფოებშიც დაამკვიდროს.