news-headline-image

წყალი მარსზე

რა მოხდებოდა, თუ დედამიწის მთელი წყალი მარსზე გადაინაცვლებდა? 🌍💧➡️🪐

 

დედამიწაზე დაახლოებით 1.4 მილიარდი კუბური კილომეტრი წყალია - საკმარისი იმისათვის, რომ მარსზე წარმოიქმნას 100–137 მეტრის საშუალო სიღრმის გლობალური ოკეანე. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის მარსზე გადასახლების შესახებ ახალი იდეები. მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, დედამიწაზე არსებული წყალი მარსზე სრულად რომ გადაგვეტანა რა მოხდებოდა.

 

წყალი ძირითადად დაგროვდებოდა მარსის ჩრდილოეთის დაბლობებში და შექმნიდა ერთ დიდ ოკეანეს, ასევე რამდენიმე მცირე ზღვას და ტბას, კრატერებსა და ხეობებში.

 

წითელი ქვიშის ფონზე ახალ პლანეტაზე შვებულების გატარება არც ისე ცუდად ჟღერს, თუმცა ეს სავსებით არ გახლავთ მარტივი.

 

 

🌬️ მარსს აქვს ძალიან თხელი ატმოსფერო, დაბალი გრავიტაცია და არ გააჩნია მაგნიტური ველი, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი ან გაიყინება, ან სწრაფად აორთქლდება და კოსმოსში გაქრება.

 

დღისით გარუჯვის მსურველებს +20 გრადუსზე მოუხდებოდათ პლიაჟზე ვიზიტი, თუმცა 75-ჯერ მეტ რადიაციიას მიიღებდნენ ვიდრე დედამიწაზე.

 

დაბალი გრავიტაციის გამო, ოკეანეებიდან წყალი მალევე აიჭრებოდა ცაში და დატოვებდა მარსს.

 

ასევე იმედი გაუცრუვდებოდა მათ, ვისაც ღამის პლაჟზე რომანტიკული გასეირნების დროს, -60c გრადუსის ფონზე მოუხდებოდათ ტალღების ცქერა, ბნელი ცის ფონზე, რადგან მარსს არ აქვს დედამიწის ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი - მთვარე. მარსის ორივე თანამგზავრი ჩვენს მთვარეზე ასჯერ მცირეა.

 

ყოველივე ზემოთხსენებულის თავიდან ასარიდებლად საჭიროა:

● ატმოსფეროს მნიშვნელოვნად გასქელება

● ზედაპირის გათბობა

● ხელოვნური მაგნიტური ველის შექმნა

და თუ სიცოცხლე გაჩნდებოდა? ეს არ იქნებოდა ვეშაპები ან ტყეები - არამედ მიწისქვეშა მიკრობები, რომლებიც მინერალებზე იქნებოდნენ მიჯაჭვული უკიდურეს სიცივეში.

 

მგზავრობაც მარტივი არ არის - მარსამდე კოსმოსური ხომალდი მიფრინავს 6–9 თვეში.

 

მაგრამ ოკეანეების გადატანა? ამას ასწლეულები და ჯერ კიდევ არარსებული ტექნოლოგია დასჭირდება. სუფთა წყლის მიღებაც არ იქნებოდა მარტივი, რადგან ლოლუს წყლის დისპენსერიც არ დაგხვდებოდათ.

 

💡ამ დროს, როცა მარსი ოცნებობს ოკეანეებზე, ჩვენ ისინი ჯერ კიდევ აქ გვაქვს, ახლოს.

მოდით, დავიცვათ ის, რაც უკვე გვაქვს: სუფთა და უსაფრთხო წყალი.

ეს ფანტასტიკა არ არის - ეს ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

Similar news