news-headline-image

რატომ ირჩევს 600-ზე მეტი კომპანიის შესყიდვების გუნდი ლოლუს წყლის დისპენსერს

On.ge-მ ლოლუს წყლის დისპენსერების და მათი მომსახურების შესახებ, სტატია გამოაქვეყნა:

როდესაც B2B ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებას განვიხილავთ, პირველი ყოველთვის გვახსენდება მომხმარებელი და ის სიმარტივე და კომფორტი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ჩვენი თანამედროვე, წყლის დისპენსერის ტექნოლოგიის დანერგვით.
 

LOLU-ში ჩვენ უბრალოდ არ გაწვდით გაფილტრულ და ჯანსაღ წყალს, რომელსაც მომხმარებლები და კომპანიის თანამშრომლები მოიხმარენ - ჩვენ ვზოგავთ თქვენი შესყიდვებისა და საოპერაციო დეპარტამენტების დროსა და რესურსს.


რატომ არის ლოლუ თქვენი კომპანიის შესყიდვების საუკეთესო პარტნიორი?

ერთი მომწოდებელი, არანაირი წყლის ბოცების ლოგისტიკა.

წყლის დისპენსერით მიღებული გაფილტრული წყალი ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ბოთლების ან ბოცების შეძენა, არ არის საჭირო მათი შენახვა/დასაწყობება, აღარც მძიმე ბოცების აწევა და ფიზიკური სამუშაოები.

თქვენი ყველა ფილიალისთვის მხოლოდ ერთი მომწოდებელი გეყოლებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნაკლები კომუნიკაცით მიიღებთ სწრაფ შედეგს.


 

მარტივი ინსტალაცია და უწყვეტი მხარდაჭერა.

რაკი ინსტალაცია ხდება უწვრილესი 6 მილიმეტრიანი მილით და არ მოითხოვს სარემონტო სამუშაოებს, მარტივია როგორც ფართის მეპატრონეთა დათანხმება ამ ტექნოლოგიაზე, ისევე წყლის დისპენსერების სწრაფი ინსტალაცია, სულ რაღაც 30 წუთში.

მხარდაჭერა კი, მუდმივად და ავტომატურად ხდება, თქვენი ჩართულობის გარეშე. ლოლუ თავად აღრიცხავს და ამონიტორინგებს წყლის ფილტრების გეგმიურ შეცვლას ყოველ 6 თვეში, რის გამოც თქვენი კომპანიის შესყიდვებს არ უწევს დამატებითი მოლაპარაკებები და დროის დათმობა ამ პროცესებისათვის.


 

ურისკო გადაწყვეტილება

600+ პარტნიორი, აღიარებული ბრენდები და მათი ოფიციალური რეკომენდაციები (Wolt, EUMM, GMT Marriott, საქართველოს ბანკი და სხვა) ხაზს უსვამენ, ჩვენს მიერ მიწოდებულ ხარისხს და მრავალწლიან გამოცდილებას - უმაღლეს დონეზე მოვემსახუროთ, ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას. 

ჩვენი გამოცდილება და არსებული პარტნიორები ამარტივებენ ნებისმიერი ახალი კომპანიისთვის გადაწყვეტილების მიღებას, განათავსონ ლოლუს წყლის დისპენსერი ოფისში და ფილიალში.

 

გაუმჯობესებული მომხმარებლისა და პერსონალის გამოცდილება

ცხელი, ცივი და ოთახის ტემპერატურის წყლის ულიმიტო ნაკადი - უხმაუროდ, სამუშაო პროცესების შეუწყვეტლად წარმართვა, შესყიდვების დეპარტამენტს ეხმარება სინერგიული დამოკიდებულება ჰქონდეს HR-ის, მარკეტინგის, გაყიდვების, ლოგისტიკისა და სხვა დეპარტამენტებთან.

შესყიდვების პროცესში, საუკეთესო მომწოდებელი არ არის კომპანია, რომელიც უბრალოდ დროულად გაწვდის პროდუქტს, არამედ პარტნიორი რომელიც ყოველდღიურობას გიმარტივებს. Lolu-ს ფილოსოფია არის რისკის შემცირება, დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება, თან ისე, რომ უმაღლესი ხარისხის წყალი მივაწოდოთ როგორც მსხვილ, ასევე მცირე ბიზნეს პარტნიორებს.
 

ჩვენი მისია ნათელია: თანმედროვე წყლის დისპენსერის მეშვეობით, გავამარტივოთ წყლის მოხმარების კულტურა ყველასთვის, განსაკუთრებით კი შესყიდვების გუნდისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, პირველები დგამენ გამბედავ ნაბიჯს, ლოლუს ინოვაცია თავიანთ კომპანიაშიც დაამკვიდრონ.

Similar news